Friday, December 6, 2013

გაკვეთილის გეგმა   - ფიგურები      Paint-ში

გაკვეთილის გეგმა
საგანი
ისტ
მასწავლებელი
ბეჟუაშვილი გულსუნდა
გაკვეთილის   მთავარი თემა
გრაფიკული რედაქტორი:     ფიგურები Paint-ში
სწავლების  საფეხური
დაწყებითი  საფეხური5კლასი
მოსწავლეთა  რაოდენობა
17 მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა 
/აქტუალობა
მოსწავლეები  შეძლებენ გაკვეთილზე ისტ საშუალებების  გამოყენებას, ინფორმაციის ეფექტურად ორგანიზებას,  გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ნახატების შექმნას და მის გადატანას კომპიუტერის გრაფიკულ რედაქტორში, მოახდენენ ახალი მასალის შესწავლას, მისი შენახვის ორგანიზებას. განავითარებენ კომპიუტერთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

გაკვეთილზე   მოსწავლეები:
1.  შეძლებენ ფიგურების საშუალებით სურათის აწყობას
2.   მოსწავლეები მოახდენენ ამ სურათის გადატანას    გრაფიკულ   
       რედაქტორში. გამოავლენენ შემოქმედებით ნიჭს.
წინასწარი  ცოდნა

გრაფიკულ რედაქტორში მუშაობის ელემენტები: პროგრამა Paint მოძებნა, ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენება. ნამუშევრის შენახვა/გამოძახება
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება განმავითარებელი და განმსაზღვრელი  კომენტარებით 
სასწავლო  მასალა  და ტექნიკური რესურსები
8კომპიუტერი. პროგრამა: Paint, PowerPoint, პროექტორი,  ქაღალდებისგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურები: წრე, მართკუთხედი, კვადრატი, სამკუთხედი.  წებო, ქაღალდი. ღრუბელი. ფერადი ფანქრები.
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი
ორგანიზაციო   საკითხები - 2 წთ
განვლილი მასალის გამეორება. პერეზენტაცია (მასწავლებელი აჩვენებს პრეზენტაციას გეომეტრიულ ფიგერებზე, სადაც ბავშვები დაასახელებენ გეომეტრიული ფიგურების სახელებს და გამოიცნობენ არა გეომეტრიულ ფიგურას 5წთ
A  ფაზა (გამოწვევა) – 7 წუთი
კლასი დაყოფილი  4 ჯგუფად. მასწავლებელი წინასწარ გამზადებულ კონვერთში განთავსებულ სამუშაოს აძლევს  ჯგუფის ლიდერებს. ფიგურებს ნახავენ მოსწავლეები და ფურცელზე  ააწყობენ  შესაბამის ნახატს. ნახატის აწყობაში ჩართულია ჯგუფის ყველა მოსწავლე. სამუშაო გადანაწილებულია ყველა მოსწავლეზე.     
    ფაზა ( შინაარსის რეალიზება ) -16 წთ
მოსწავლეები წყვილდებიან და ისე მუშაობენ კომპიუტერთან. მოსწავლები გრაფიკული რეაქტორის საშუალებით მოახდენენ სურათის გადატანას კომპიუტერში. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ინსტრუქციებს ,თუ როგორ შეასრულონ დავალება, გრძელდება წიგნზე მუშაობა( გვ.58).  კოპირების, გადატანის, გადიდება, დაპატარავების და მონიშვნის ფუნქციუბის შესწავლა მიმდინარეობს უშუალოდ პრაქტიკული დავალების საშუალებით.
  • C  ფაზა (გამთლიანება)- 10 წთ
მოსწავლეები დამოუკიდებლად ასრულებენ დავალებას წიგნიდან (გვ. 58). მოსწავლეები ავლენენ საკუთარ შემოქმედებით უნარ-ჩვევებს.
შეჯამება     -  5 წთ.
მასწავლებელი და მოსწავლეები ახდენენ დავალების  შეჯამებას, აკეთებენ დასკვნებს, ურთიერთშეფასებისა და თვითშეფასების საფუძველზე გამოვლინდება  საუკეთესო   ნამუშევარი. შეფასება ხდება განმავითარებული და განმსაზღვრელი კომპონენტებით. ნამუშევრის შესაფასებლად მასწავლებელი გამოიყენებს შეფასების რუბრიკას.

No comments:

Post a Comment