გაკვეთილის მიზანი და ეფექტიანობა.
ამ
რესურსის გამოყენება ხელს შეუწყობს საგანთა შორის კავშირის წარმოჩენას.ეს დაწყებით
საფეხურზე აქტუალურია, რადგან სასწავლო დისციპლინების უმეტესობა ისწავლება ინტეგრირებულად.(მაგ:
მათემატიკა, ხელოვნება).ამ დროს მოსწავლეებ უვითარდებათ ინფორმაციის გააზრების, გაგების და ერთი ფორმატიდან მეორეში გადატანის,
თანამშრომლიბის, სამუშაო სივრცის მომზადების, სამუშაოს ეფექტიანად გადანაწილებისა და
საჭირო საშუალებების შერჩევის უნარ–ჩვევები.
გამოყენებული
მეთოდია სურათის შექმნა წინასწარ გამზადებული გრაფიკული ელემენტებით (მაგ:გეომეტრიული
ფიგურები) და ამ სურათის გადატანა გრაფიკულ
რედაქტორში. ასეთი მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას, გარდა ამისა
ისტ–ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო
მასალის შექმნა. იგი უფრო კრიატიულს ხდის მოსწავლეს. ამ დროს მოსწავლე ინფორმაციის
პასიური მიმღები კი არ არის, არამედ თვითონ ქმნის რესურსს და აქტიურად არის ჩართული
სასწავლო პროცესში. შექმნასთან ერთად ითვისებს ახალ მასალას უფრო ეფექტიანად. ამ დროს
მოსწავლეს უვითარდება სააზროვნო უნარების მაღალი დონე, რაც გამოვლინდება ცოდნის ტრანსფერით
სხვადასხვა საგნობრივ დისციპლინებში.
გაკვეთილის
მსვლელობისას ხშირად ვიყენებ პრეზენტაციას (ახალ მასალასთან დაკავშირებული ინფორმაციის
უკეთ გაგების მიზნით), Windows
Movie Maker -ს (ფოტო ან ვიდეო მასალის კოლაჟისთვის), ტექსტურ რედაქტორს, გრაფიკულ რედაქტორს, ელ. ცხრილებს (გაკვეთილის მსვლელობის დროს ახალი
ინფორმაციის მიწოდება ამ პროგრამების შესახებ ხდება პროექტორის საშუალებით), ყოველივე
ამ პროგრამებს ვიყენებ გაკვეთილის თემატური ერთეულის მიხედვით. გაკვეთილის
თემატური ერთეულიდან გამომდინარე ინფორმაციის მოძიების მიზნით ხშირად ვსარგებლობ ინტერნეტის
ბმულებით, რაც უფრო ეფექტიანს ხდის საგაკვეთილო ნიმუშის მომზადებას.
No comments:
Post a Comment