Saturday, December 7, 2013

გაკვეთილის მიზანი და ეფექტიანობა.

                                                    გაკვეთილის მიზანი და ეფექტიანობა.

ამ რესურსის გამოყენება ხელს შეუწყობს საგანთა შორის კავშირის წარმოჩენას.ეს დაწყებით საფეხურზე აქტუალურია, რადგან სასწავლო დისციპლინების უმეტესობა ისწავლება ინტეგრირებულად.(მაგ: მათემატიკა, ხელოვნება).ამ დროს მოსწავლეებ უვითარდებათ ინფორმაციის გააზრების,  გაგების და ერთი ფორმატიდან მეორეში გადატანის, თანამშრომლიბის, სამუშაო სივრცის მომზადების, სამუშაოს ეფექტიანად გადანაწილებისა და საჭირო საშუალებების შერჩევის უნარ–ჩვევები.
გამოყენებული მეთოდია სურათის შექმნა წინასწარ გამზადებული გრაფიკული ელემენტებით (მაგ:გეომეტრიული ფიგურები)  და ამ სურათის გადატანა გრაფიკულ რედაქტორში. ასეთი მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას, გარდა ამისა ისტ–ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა. იგი უფრო კრიატიულს ხდის მოსწავლეს. ამ დროს მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის, არამედ თვითონ ქმნის რესურსს და აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში. შექმნასთან ერთად ითვისებს ახალ მასალას უფრო ეფექტიანად. ამ დროს მოსწავლეს უვითარდება სააზროვნო უნარების მაღალი დონე, რაც გამოვლინდება ცოდნის ტრანსფერით სხვადასხვა საგნობრივ დისციპლინებში.

გაკვეთილის მსვლელობისას ხშირად ვიყენებ პრეზენტაციას (ახალ მასალასთან დაკავშირებული ინფორმაციის უკეთ გაგების მიზნით), Windows Movie Maker -ს (ფოტო ან ვიდეო მასალის კოლაჟისთვის),  ტექსტურ რედაქტორს,  გრაფიკულ რედაქტორს,  ელ. ცხრილებს (გაკვეთილის მსვლელობის დროს ახალი ინფორმაციის მიწოდება ამ პროგრამების შესახებ ხდება პროექტორის საშუალებით), ყოველივე ამ პროგრამებს ვიყენებ გაკვეთილის თემატური ერთეულის მიხედვით. გაკვეთილის თემატური ერთეულიდან გამომდინარე ინფორმაციის მოძიების მიზნით ხშირად ვსარგებლობ ინტერნეტის ბმულებით, რაც უფრო ეფექტიანს ხდის საგაკვეთილო ნიმუშის მომზადებას.




Friday, December 6, 2013

გაკვეთილი - ვიდეო რგოლი



გაკვეთილი - ვიდეო რგოლი


გაკვეთილი - ვიდეო რგოლი



 გაკვეთილი - ვიდეო რგოლი







გაკვეთილი - ვიდეო რგოლები



ვიდეო რგოლი - პრეზენტაცია გეომეტრიული ფიგურები:



 შეფასების    რუბრიკა


    მოსწავლეები იყენებენ თვითშეფასებას და ურთიერთშეფასებას. ისინი ნამუშევარს აფასებენ ორიგინალობით, გრაფილული ელემენტების სიმრავლით და ახალი მასალის სწორად გაგების მიხედვით. ამ ყოველივეს შემდეგ მოსწავლეები თვითონ შეაფასებენ თავიანთ ნამუშევარს, გააკეთებენ დასკვნებს და დასახავენ სამომავლო ღონისძიებებს, რათა მათი შედეგი იყოს უფრო უკეთესი.

ფერები
ართულებს გრაფიკული ელემენტის აღქმას. ნახატთან შეუსაბამოა.





0 ქ.
არ ართულებს გრაფიკული ელემენტის აღქმას, მაგრამ ნახატთან შეუსაბამოა



1 ქ.
ხელს უწყობს ნახატის აღქმას. შინაარსი ნაწილობრივ შეესაბამება ტემატიკას.


1,5ქ
ხელს უწყობს ნახატის აღქმას. შინაარსი შეესაბამება თემატიკას. იყენებს ფერთა ფართო პალიტრას



2,5 ქ.
გრაფიკული ელემენტები
გრაფიკული ელემენტები არ არის სწორად შერჩეული და ხელს უშლის შინაარსის აღქმას.




0 ქ.
გრაფიკული ელემენტები  არის სწორად შერჩეული,  თუმცა თემასთან შეუსაბამოა.


1,5 ქ.
გრაფიკული ელემენტები  არის სწორად შერჩეული  და ხელს უწყობს  შინაარსის აღქმას.

2 ქ.
გრაფიკული ელემენტები კარგად არის შერჩეული, იგრძნობა მათი სიმრავლე, შინაარსი თემატიკის ადეკვატურია
          


2,5 ქ.
ორიგინალობა
გრაფიკული ელემენტები არ არის მიმზიდველი და ხელს არ უწყობს  თემატიკის აღქმას.



0ქ.
მასალა არ არის ორიგინალური, თუმცა სწორად არის შერჩეული



1,5 ქ.
მასალის დიდი ნაწილი  ორიგინალურია და შეესაბამება თემას


1,5ქ.
მასალა ორიგინალურია, ჩანს მოსწავლის შემოქმედებითი ნიჭი, შინაარსი საინტერესოა. ნამუშევარი შეიძლება დასათაურდეს

2,5 ქ.
მასალის ორგანიზება
შინაარსის აღქმა ძნელია






0 ქ.
გრაფილული ელემენტები სწორად არის განლაგებული თუმცა ხელს უშლის შინაარსის აღქმას
           1 ქ.
მასალა ორგანიზებულია შინაარსის აღქმა არ არის ძნელი



2 ქ.
მასალა ორგანიზებულია მანუშევარი შინაარსიანია,  საშუალებას იძლევა ახალი მასალის  სწორად გაგების, შედეგი მიღწეულია.


2,5ქ.

გაკვეთილის გეგმა   - ფიგურები      Paint-ში

გაკვეთილის გეგმა
საგანი
ისტ
მასწავლებელი
ბეჟუაშვილი გულსუნდა
გაკვეთილის   მთავარი თემა
გრაფიკული რედაქტორი:     ფიგურები Paint-ში
სწავლების  საფეხური
დაწყებითი  საფეხური5კლასი
მოსწავლეთა  რაოდენობა
17 მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა 
/აქტუალობა
მოსწავლეები  შეძლებენ გაკვეთილზე ისტ საშუალებების  გამოყენებას, ინფორმაციის ეფექტურად ორგანიზებას,  გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ნახატების შექმნას და მის გადატანას კომპიუტერის გრაფიკულ რედაქტორში, მოახდენენ ახალი მასალის შესწავლას, მისი შენახვის ორგანიზებას. განავითარებენ კომპიუტერთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

გაკვეთილზე   მოსწავლეები:
1.  შეძლებენ ფიგურების საშუალებით სურათის აწყობას
2.   მოსწავლეები მოახდენენ ამ სურათის გადატანას    გრაფიკულ   
       რედაქტორში. გამოავლენენ შემოქმედებით ნიჭს.
წინასწარი  ცოდნა

გრაფიკულ რედაქტორში მუშაობის ელემენტები: პროგრამა Paint მოძებნა, ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენება. ნამუშევრის შენახვა/გამოძახება
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება განმავითარებელი და განმსაზღვრელი  კომენტარებით 
სასწავლო  მასალა  და ტექნიკური რესურსები
8კომპიუტერი. პროგრამა: Paint, PowerPoint, პროექტორი,  ქაღალდებისგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურები: წრე, მართკუთხედი, კვადრატი, სამკუთხედი.  წებო, ქაღალდი. ღრუბელი. ფერადი ფანქრები.
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი
ორგანიზაციო   საკითხები - 2 წთ
განვლილი მასალის გამეორება. პერეზენტაცია (მასწავლებელი აჩვენებს პრეზენტაციას გეომეტრიულ ფიგერებზე, სადაც ბავშვები დაასახელებენ გეომეტრიული ფიგურების სახელებს და გამოიცნობენ არა გეომეტრიულ ფიგურას 5წთ
A  ფაზა (გამოწვევა) – 7 წუთი
კლასი დაყოფილი  4 ჯგუფად. მასწავლებელი წინასწარ გამზადებულ კონვერთში განთავსებულ სამუშაოს აძლევს  ჯგუფის ლიდერებს. ფიგურებს ნახავენ მოსწავლეები და ფურცელზე  ააწყობენ  შესაბამის ნახატს. ნახატის აწყობაში ჩართულია ჯგუფის ყველა მოსწავლე. სამუშაო გადანაწილებულია ყველა მოსწავლეზე.     
    ფაზა ( შინაარსის რეალიზება ) -16 წთ
მოსწავლეები წყვილდებიან და ისე მუშაობენ კომპიუტერთან. მოსწავლები გრაფიკული რეაქტორის საშუალებით მოახდენენ სურათის გადატანას კომპიუტერში. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ინსტრუქციებს ,თუ როგორ შეასრულონ დავალება, გრძელდება წიგნზე მუშაობა( გვ.58).  კოპირების, გადატანის, გადიდება, დაპატარავების და მონიშვნის ფუნქციუბის შესწავლა მიმდინარეობს უშუალოდ პრაქტიკული დავალების საშუალებით.
  • C  ფაზა (გამთლიანება)- 10 წთ
მოსწავლეები დამოუკიდებლად ასრულებენ დავალებას წიგნიდან (გვ. 58). მოსწავლეები ავლენენ საკუთარ შემოქმედებით უნარ-ჩვევებს.
შეჯამება     -  5 წთ.
მასწავლებელი და მოსწავლეები ახდენენ დავალების  შეჯამებას, აკეთებენ დასკვნებს, ურთიერთშეფასებისა და თვითშეფასების საფუძველზე გამოვლინდება  საუკეთესო   ნამუშევარი. შეფასება ხდება განმავითარებული და განმსაზღვრელი კომპონენტებით. ნამუშევრის შესაფასებლად მასწავლებელი გამოიყენებს შეფასების რუბრიკას.

გაკვეთილის სურათები:


















მოსწავლეთა ნამუშევრები: